თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სხვა გზებიც არსებობს, გარდა სამხედრო ოპერაციისა. როგორც კირბი აცხადებს, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს განუცხადა, რომ აშშ ვერ დაუჭერს მხარს სახმელეთო ოპერაციას რაფაჰში, რომელიც იქ მყოფი ხალხის დაცვის და უსაფრთხოების გეგმას არ მოიცავს.