ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა და შესაბამისად, ქართველი გულშემატკივარის დიდი სურვილი და მიზანია, ახლა გერმანიაში გასამართ მაჩებს დაესწროს. როგორც ცნობილია, ტურნირი გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები F ჯგუფში აიასპარეზებს, სადაც მეტოქეები პორტუგალიის, ჩეხეთის და თურქეთის ნაკრებები იქნებიან. შესაბამისად, დიდია ინტერესი თუ რა ეღირება მატჩებზე დასასწრები ბილეთები პირველად და მეორად ბაზრებზე და როგორ შეძლებს გულშემატკივარი ბილეთის შოვნას. როგორც ცნობილია, „უეფა“ მონაწილე ქვეყნებისთვის კვოტებს გამოყოფს, რაც ქვეყნების შიდა საიტებზე გაიყიდება. სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება კვოტით გამოყოფილი ბილეთების ფასიც. უკვე განთავსებული ბილეთების ფასები კი ასეთია: თურქეთთან 18 ივნისის მატჩზე ბილეთის ფასი € 139-დან იწყება და € 554-ს აღწევს. 22 ივნისს ჩეხეთთან მატჩზე ბილეთის ფასი € 169-დან იწყება და € 4 561-ს აღწევს. თუმცა ბილეთების საშუალო ფასი დაახლოებით € 700-ია. მოედნის მაქსიმალური ტევადობა კი, 57 000 ადამიანია. რაც შეეხება ჩვენთვის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს ის "შალკეს" არენაზე ჯგუფის ლიდერ პორტუგალიასთან გაიმართება, სადაც ბილეთის ფასი € 175-დან € 2 265-მდეა. თუმცა სტადიონზე ბილეთის საშუალო ფასი € 500-ს არ აღემატება.