საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეება განიხილეს ქვეყნებს შორის სექტორული კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.