28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი ავტობუსი მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა. ავტობუსები შატლის ტიპისაა და განკუთვნილია მხოლოდ ქალაქის ცენტრამდე აეროპორტის მგზავრის გადაყვანისთვის.