მმართველი პარტია ე.წ. „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლის გალძიერებას აანონსებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში ბოლო პერიოდში შექმნილი ტენდენცია საქართველოში დამკვიდრებულ ოჯახურ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის. დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განსხვავებული ხედვა აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ქართული ოცნება“ გამოგონილი ინიციატივებით ყურადღების მეორეხარისხოვან თემებზე გადატანას ცდილობს. აღნიშნულ თემაზე უფრო მეტ დეტალს მერაბ პაპაშვილი გაგაცნობთ.