„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები მმართველ ძალას საკუთარ ხედვას სთავაზობენ. მათთვის მიუღებელია თვითმართველობის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის გაუქმება. გახარიას პარტიაში ასევე აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტიდან მეორე ცვლილებაც უნდა ამოიღოს, რომელიც, მათივე თქმით, საარჩევნო ოლქებსა და მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ე.წოდებულ „ადგილობრივ ფეოდალებად“ გაფორმებისკენაა მიმართული. გახარიას პარტიის წევრთა პოზიციას სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც იზიარებენ. მმართველ გუნდში კი ოპონენტთა კრიტიკას „ხანმოკლე პროვოკაციას“ უწოდებენ. რას სთავაზობს გახარიას პარტია „ქართულ ოცნებას“ და რა პასუხი აქვს „ქართულ ოცნებას“, ამას მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.