უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის აღებას ცდილობენ, თუმცა, იმის გამო, რომ ის სიმაღლეზე მდებარეობს, მტერი კურახოვოს მიმართულებით შეჭრას და ზურგის მხრიდან შესვლას ცდილობს. მათივე ცნობით, ამ წუთებში ნოვომიხაილოვკასთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, სადაც რუსებმა ყველაზე დიდი ძალა გადაისროლეს. გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსებმა უამრავი ტექნიკა და ჯარისკაცი დაკარგეს, ამიტომ ფართომასშტაბიანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის.