ღაზას სექტორში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 200-ზე მეტი შეიარაღებული პირი განადგურდა. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში „ჰამასის“ ტერორისტები ალ-შიფას სასწრაფო დახმარების ოთახიდან გამოვიდნენ - ისრაელში აცხადებენ, რომ აქამდე „ჰამასის“ წევრები ამ ოთახს თავს აფარებდნენ. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, გასული დღის განმავლობაში „ჰამასის“ კიდევ ათობით მებრძოლი დაიღუპა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სამხრეთ ნაწილში მოქმედმა ჯარმა იარაღის საწყობები აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ამასთან, რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილშიც განხორციელდა.