მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 8 აპრილამდე გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გრიგორიადის საქმეს აკვირდებიან, ამბობენ რომ პროცესის ბოლომდე მიყვანა და განაჩენის გამოცხადება ხელოვნურად ჭიანურდება. მათივე შეფასებით, მრავალათვიანი განხილვების შემდეგ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გრიგორიადის ბრალეულობას დაადასტურებდა. პროცესის გადადების მიზეზი სასამართლო დარბაზში ბრალდებულის ფიზიკური გამოუცხადებლობა გახდა. ლაზარე გრიგორიადისს სახელმწიფო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სხვისი ნივთის განადგურების მუხლით ედავება.