მმართველი პარტიის მიერ ეგრეთ წოდებული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის დაანონსება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო სპეკულაციათ მიაჩნიათ. ფიქრობენ, ქართულ ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩვენში გათვლა იმ ამომრჩვლებზე აქვთ, რომლებისთვისაც დასავლური დემოკრატიული ღირებულებები მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით მმართველი პარტია არჩევნების წინ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემებისგან თავის არიდებას ცდილობს.