რუსთავში, შეზღუდული შესაძლებლობრბის მქონე ბავშვთა ოჯახების მხარდასაჭერად, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. საპილოტე პროექტი_,, მწვანე შუქი", პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით, რუსთავის მერიის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ილაპარაკეს ჩართულობით, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეში’’ ხორციელდება. პროექტი, შშმ ბავშვთა დედებისთვის ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, პერსონალური ქოუჩის სერვისის და სოციალური თერაპიის კომბინირებულ მიწოდებას ითვალისწინებს.