რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მოიპოვეს მტკიცებულება, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტთან კავშირში უკრაინელი ნაციონალისტები არიან. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ პირველადი გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“ წინასწარ იყო დაგეგმილი, შემსრულებლები კი დამკვეთებისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ დადასტურებული მონაცემები აქვთ, რომლის თანახმადაც ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან კრიპტოვალუტაში დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს.