მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ქართული ოცნების მხრიდან დაანონსებული კანონის მიღება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო სპეკულაციად მიაჩნიათ. ფიქრობენ, ქართულ ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩვენში გათვლა იმ ამომრჩვლებზე აქვთ, რომლებისთვისაც დასავლური დემოკრატიული ღირებულებები მიუღებელია. განსხვავევული მოსაზრება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. მათი თქმით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სწორედ საჭიროა, რადგან ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო ძლიერდება საქართველოში. საკითხს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციების, LGBT თემისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. რა განცხადებები კეთდება აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების მხრიდან.