ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს. როგორც გვარამია წერს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. მანამდე ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას გადაწყვეტილებას უკვე მოყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.