იტალიის ქალაქ მატერაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ფსონების ცენტრის ძარცვაშია ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 20 მარტს დაწესებულებაში შეიჭრა, თანამშრომელს ცივი იარაღის მუქარით 6 000 ევრო გამოსძალა და გაიქცა. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.