სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანას დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.