საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგარეო უწყება არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობასთან დაკავშირებით გაუგებრობას ქმნის. პრეზიდენტი ფიქრობს რომ უნდა გამოინახოს რაიმე მექანიზმი, რითიც ემიგრანტებს ხმის მიცემის პროცესი გაუმარტივდებათ. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.