საარჩევნო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებს პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს აღნიშნული ცვლილებები კითხვის ნიშნებს უჩენთ. მათი თქმით მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ცვლილებები ქართულ ოცნებაში არსებულ არეულობასა და ურეიტინგობაზე მეტყველებს . თავისმხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპონენტებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ, თუმცა ამის პარალელურად მათ აღნიშნული საკითხის განხილვების პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.