პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება. “ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების, ასევე“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის მიღება პრევენციის მიზნით ხდება და ის პროპაგანდის თავიდან აცილებას ემსახურება. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ფსევდო ლიბერალურ პროპაგანდას ქართული ოცნება ახორციელებს.