მას შემდეგ რაც „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, პლატფორმა ,,ახალის’’ ლიდერმა აღნიშნულ საქმეზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი უკვე 2 დღეა პოლიტიკური შეფასებების თემად იქცა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს საქმე გაეროშიც კრახით დასრულდება. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, მათი ნაწილი განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია, შესაბამისად სარჩელზე უარის თქმით, მათი სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება ვერ შეიცვლება.