ჰოსპიტალიზაცია წინასწარ შეთანხმებულ კლინიკებში - პროკურატურამ საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. დანაშაული 4-დან - 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერსა და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულებს პაციენტები წინასწარ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდათ.