პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საგაზაფხულო სესიის პერიოდში საქმიანობის ახალ რეჟიმზე გადავიდა, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან და ფერმებთან შეხვედრებს და კომიტეტის გასვლითი სხდომების გამართვას ითვალისწინებს. გასვლითი შეხვედრა ამჯერად შიდა ქართლში, გაიმართა. პარლამენტის წევრები, ფერმერთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ, ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და სასაწყობე მეურნეობაც დაათვალიერეს. დეპუტატებმა თანმედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმერული საწარმო დაათვალიერეს სოფელ კვარხეთშიც. კომიტეტის სხდომაზე კი კანონმდებლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოსგან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. იმავე დღეს გორის უნივერსიტეტში ფერმერებთან შეხვედრა შედგა, რომელზეც დეპუტატებმა მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.