უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნება. 26 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკიმ დანილოვის შემცვლელად ალექსანდრე ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც აქამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ზელენსკი იმედს სგამოთქვამს, რომ დანილოვის მუშაობა დიპლომატიური მიმართულებით ნაყოფიერი იქნება.