ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი 48 წლის კაცის სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მეტეოროლოგიური პირობების გამო, კვლავ შეჩერებულია. ძიების პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართული იყო ვერტმფრენიც. მაშველებთან ერთად დაკარგულს ეროვნული გვარდიის სპეციალური დანაყოფიც ეძებს. 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე მთიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე "ბურანებით" გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა.