რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი დაიწყო. კამპანია ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი, მიზნად ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს. პროექტის საწყის ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა. ახალგაზრდებმა, მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, მედიათეკა, ნიჩბოსნობის სკოლა, სპორტის სასახლე, ასევე ქალაქის ისტორიული მუზეუმი და იპოდრომი დაათვალიერეს. კამპანია რუსთავის მერიამ მუნიციპალიტეტის მუშაობაში და ქალაქის ახალ განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით გასულ წელს დაიწყო.