უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 30 მარტის ღამეს, რუსებმა დონეცკის ოლქს ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს. სულ რუსებმა უკრაინის მიმართულებით 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა საჰაერო თავდასხმა ხერსონის, ოდესისა და დნეპროს მიმართულებით მოიგერიეს. ამასთან, გასულ ღამეს, რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა მტრის 730 ჯარისკაცი მოკლეს, რის შედეგადაც ომის დაწყებიდნა დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 441 500 სამხედროს გადააჭარბა.