7 წელი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლიდან. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობენ, შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გადაადგილდებიან. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი ზუსტად 7 წლის წინ, ბრიუსელში მყოფმა იმდროინდელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოეწერა. ამჯერად საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლისათვის, გარკვეული პროცედურები უნდა გაიარონ.