პროექტის - "ჩვენი ჯარი" ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უმასპინძლეს. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სტუდენტებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროექტები, ეროვნული გვარდიის ისტორია და ამოცანები გააცნო. ბრიგადის გენერალმა ახალგაზრდებს აქტიური რეზერვის სისტემის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.