უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება ,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები იგეგმება, თუმცა პრეზიდენტის ჯერ საბოლოოდ არ დაუდგენია როგორი. აღინიშნება, რომ მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებები „მთავრობის გადატვირთვის“ ფარგლებში იგეგმება, რომლებიც თებერვალში არმიაში გადაადგილებებით დაიწყო. გამოცემის ცნობით, წინა კვირის ბოლოს, 21-22 მარტს, პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებების შესახებ ყველა გათავისუფლებულ მაღალჩინოსანს შეატყობინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა თავად უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ხელისუფლებაში დამატებით საკადრო ცვლილებებს დაანონსა.