ანტიკორუფციულმა ბიურომ უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი და მრავალფუნქციური უწყების შექმნამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ეფექტიანი შესაძლებლობა გააჩინა, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი იარაღია. რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზეც. წლიური ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიოძე დაესწრო.