მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს . ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული იყო 200-ამდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. დაკარგულ მამაკაცს ბაკურიანში 28 მარტის შემდეგ ეძებდნენ.