საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნიან. სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მინისტრის თქმითვე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ კიევის მოთხოვნის საპასუხოდ, პარიზი გადასცემს საბრძოლო მასალა „ასტერ 30“-ს , რომელიც ამერიკული Patriot-ის ეკვივალენტია.