შშმ პირების მშობლებმა, ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამის ძველ გრაფიკზე დაბრუნების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. მშობლები ჯანდაცვის ახალ მინისტრს მოუწოდებენ, მიცემული პირობა შეასრულოს და ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს მიღებული დადგენილება გააუქმოს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მაშინ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მშობლები სარეაბილიტაციო თერაპიების დამატებასა და ბოტოქსის პროცედურისა თუ ოპერაციების სრულ დაფინანსებასაც მოითხოვენ.