ქართული ოცნების თავმჯდომარე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მათი გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებას აანონსებს. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ღარიბაშვილი ამბობს რომ ოპოზიციური პარტიები რეალურად ერთ საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენენ, მათ კი მოქალაქეების მხრიდან ნდობა ვერ ექნებათ. მმართველის ძალის დამარცხებაში დარწმუნებულია ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ გამოსავალი პროდასავლური ძალების ერთობაშია.