სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტზე საუბრობენ. უფლებადამცველები აცხადებენ რომ კითხვებს რამდენიმე საეჭვო გარემოება აჩენს, მათ შორის ის რომ ნაფიც მსაჯულებმა ვერდიქტი მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ გამ,ოაცხადეს. მათივე თქმით, არსებობს ინფორმაცია უცნობი პირის შესახებ, რომელიც მსაჯულთა სიახლოვეს აღმოჩნდა, რისი უფლებამ მას არ ჰქონდა. ადვოკატები გამოძიების დაწყებას, სათვალთვალო კამერების გადაღებული მასალის გადმოცემას და უცნობი პირის ვინაობის დადგენას ითხოვენ.