ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ტერმინალის მშენებლობასა და ტარილერების გაადაგილებას აპროტესტებენ. ტერმინალი დასახლებულ უბანთან ახლოს შენდება, რაც ხმაურს იწვევს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მათივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.