სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის. მისივე თქმით, სომხეთი უსაფრთხოებისა და განვითარების დემოკრატიული გზით და ინსტიტუტებით უზრუნველყოფას ცდილობს. მირზოიანის განცხადებით, ქვეყანა ხედავს, რომ ამისთვის დასავლეთში კარგი პარტნიორები არიან. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ 5 აპრილს დაგეგმილი სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის შეხვედრა მოსკოვში შეშფოთებას იწვევს, რადგან ვაშინგტონი და ბრიუსელი მის ანტირუსულ ორიენტაციაზე ღიად საუბრობენ.