უმუშევრობა და დაბალი ანაზღაურება საქართველოში - თემაზე შეხვედრა გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „გიორგი ვაშაძემ გამართა. პარტია სტრატეგია აღმშენებლის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოში 261 700 უმუშევარი ადამიანია. 300 ლარამდე ხელფასი 63 653 პირს, ხოლო 300-დან 600 ლარამდე ხელფასი კი 97 246 ადამიანს აქვს. ვაშაძის განცხადებით, ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დაბალი ანაზღაურებისა თუ უმუშევრობის პრობლემაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა და ერთ-ერთი გამოსავალი მეტი ევროპული თუ ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაა.