საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სიღარიბე განახევრდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. პრემიერის განმარტებით, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. წინა თვეში გვქონდა 9.5% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ. ასეთ პირობებში სიღარიბე კიდევ უფრო მეტად შემცირდება ჩვენს ქვეყანაში, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში მოგვცემს სიღარიბის სრულად აღმოფხვრის საშუალებას“, - აღნიშნა კობახიძემ.