2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ, ჯამში, თითქმის 360 მლნ ლარის ღირებულების პროექტებია დაგეგმილი. პროექტებს შორის, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი, ყველაზე ძვირი, 3,3 მლნ ლარი ახალქალაქის სასოფლო გზის რეაბილიტაცია ჯდება. ასევე დაგგემილია სოფელ მარტყოფში შიდა გზების რეაბილიტაცია, რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები. მიმდინარე წელს ასევე წილკნის და წეროვნის დამაკავშირებელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ჩატარდება. ასევე დაგეგმილია ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია