ოქროს ფასმა დღეს ახალი რეკორდი დაამყარა და 2 265 დოლარს მიაღწია. რაც აშშ-ის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოქროს, როგორც უსაფრთხო და სტაბილური აქტივის მიმზიდველობა საერთაშორისო ბაზარზე ყოველდღურად იზრდება. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ამაღელვებელი მომენტია ოქროსთვის. ალბათ, ბაზრის მთავარი სპეკულანტები ნამდვილად ენდობიან ოქროს, როგორც აქტივს და კომფორტს სწორედ მასში ხედავენ“, - განაცხადა ჯოზენ კავატონმა, მსოფლიოს ოქროს ბაზრის სტრატეგმა. ბაზრის დამკვირვებლები აშშ-ის ფედერალური სარეზერვო განაკვეთების შემცირებას მაისში, ან ივნისში ელოდებიან.