„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სტუდენტებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დაბალი ანაზღაურება და უმუშევრობაა. მისი თქმით, ასი ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ უმუშევარია, სტუდენტებს კი მაღაზიებში მინიმალურ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა, რაც მათ ყოველდღიურ ხარჯებს ვერ ფარავს.