ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულეს და ჯარები გაიყვანეს. მანამდე, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსიდან ისრაელელმა სამხედროებმა ტანკები და მანქანები გაიყვანეს. ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოსა და მის გარშემო ჩატარებულ ოპერაციას ექვსთვიანი ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციად აფასებს. ქვეყნის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში 200-მდე ბოევიკის ლიკვიდაცია მოხდა. მათვე იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ისრაელი „ჰამასს“ საავადმყოფოების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ქვეყანამ სამხედრო ოპერაცია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ჩაატარა. „ჰამასი“ სამედიცინო დაწესებულებების სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად გამოყენებას უარყოფს.