ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ როგორც კი პალატა შესვენებიდან დაბრუნდება და სამუშაო პროცესს განაახლებს უკრაინის დახმარების პაკეტს განსახილველად გაიტანს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება, შესაძლოა, სესხის სახით გაუწიოს. იდეამ პოპულარობა მარტის დასაწყისში მოიპოვა და შესაძლოა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით არსებული კონსერვატიული შეშფოთება შეამსუბუქოს. ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს.