თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული თურქეთის დემოკრატია და ეროვნული ნებაა. მისი თქმით, თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა. ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა. შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა. საერთო ჯამში, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.