საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. მას შემდეგ რაც ქართული ოცნების დეპუტატმა და მომხსენებელმა გივი მიქანაძემ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარადგინა დეპუტატებმა მას კონკრეტული კითხვები დაუსვეს. სწორედ ამ დროს რეგიონული პოლიტიკისა და თვითვმართველობის კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და პარტია ლელოს წევრ დავით უსუფაშვილს შორის გარკვეული კამათი მოხდა. როგორ განვითარდა კომიტეტებზე მოვლენები და რა განცხადებები კეტდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.