რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დაღესტანში დაკავებული ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ ტერორისტებისთვის, რომლებმაც საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა განახორციელეს, იარაღი მაჰაჩყალიდან ჩაიტანა. დაკავებულებმა ასევე განაცხადეს, რომ კასპიისკში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ.