საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ქვეყანამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ტერაქტის სამი მცდელობა აღვკვეთა. მისივე ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამ ცალკეულ საქმესთან დაკავშირებით ხუთი ადამიანია დაკავებული, რომელთა ასაკიც 13-დან 15 წლამდეა. მინისტრის თქმითვე, არიან თუ არა დაკავებულები ტერორისტები, პროკურატურამ უნდა დაადგინოს. ჟერალდ დარმანენმა აღნიშნა, რომ 5 მარტს დააკავეს მამაკაციც, რომელიც პარიზში ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა.