რას ემსახურება არჩევნებამდე დაახლოებით 7 თვით ადრე საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები და ხომ არ არის ეს პარლამენტში მაჟორიტარების დაბრუნების მცდელიბა- კითხვას მმართველი პარტიის მისამართით ოპოზიცია სვამს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ ცვლილებები, რომელსაც მმართველი პარტია მორიგ ჯერზე აინიცირებს, საარჩევნოდ გავლენების გაძლიერებას ემსახურება. ამ მოსაზრებას ქართული ოცნების ლიდერები უსაფუძვლოს უწოდებენ. ამბობენ რომ სიტყვა დელეგატი მაჟორიტარს არ გულისხმობს და საკითხს ოპოზიცია არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს.