პარლამენტი „გირჩის“ ინიციატივას, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე, დაჩქარებული წესით განიხილავს. გირჩის ამ ინიციატივას პოლიტიკურ სივრცეში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ,,ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ,,გირჩმა" ინიციატივა ხელისუფლების ოპონენტებთან შეთანხმებით გაახმოვანა. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. დეპუტატი დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ გენდერული კვოტების გაუქმება არა გირჩის, არამედ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაა. ქართულ ოცნება, ისევე როგორც პარტია გირჩი თვლის, რომ ქალები პარლამენტსა და თვითმმართველ ორგანოებში არა კვოტირებით, არამედ დამსახურებითა და პროფესიონალიზმით უნდა ხვდებოდნენ.